ბაქრაძე: სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, როემლიც უნდა მოგვარდეს

„შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებში, მათ შორის თვითონ ევროკავშირის პრეზიდენტის ინიციატივით, შესულია ისეთი საკითხები, როგორიც არის პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დღის წესრიგი ყოვლისმომცველია და ყველა ის თემაა, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემისთვის და მათ შორის ოპოზიციისთვის. მაგრამ მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო. სამივე შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, როემლიც უნდა მოგვარდეს. გადაწყდეს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ჩარჩო დოკუმენტზე ოპოზიციაც ხელისუფლებაც და ევროკარვშირიც შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხის ჩამონათვალი, რომელიც უნდა გადაწყდეს იმისთვის რომ საქართველოში მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი. ამ 6 საკითხში შედის პატიმრების საკითხიც – მელიას და რურუას, და არჩევნების საკითხი-ამის შესახებ დავით ბაქრაძემ  ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

https://youtu.be/fOOAnfzDhds

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ვფიქრობ, იმედიანი გაზაფხული დგება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ყველამ ერთად გამონახოს საერთო ენა