ბაქრაძე: პარლამენტში სრულფასოვნად დავბრუნდები, როცა პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ

“ამ შემთხვევაში ჩვენი მასპინძელი გახლავთ პრეზიდენტი მიშელი და არა საქართველოს პარლამენტი. ამიტომ, აქ მოსვლით ცალსახად ვადასტურებ პატივისცემას პრეზიდენტ მიშელის მიმართ”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში განაცხადა.

“ამ შემთხვევაში ჩვენი მასპინძელი გახლავთ პრეზიდენტი მიშელი და არა საქართველოს პარლამენტი. ამიტომ, აქ მოსვლით ცალსახად ვადასტურებ პატივისცემას პრეზიდენტ მიშელის მიმართ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუშინდელი შეთანხმების მიღწევაში.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტში სრულფასოვან დაბრუნებას, ჩემი მხრიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ რაც ვიხილავ კონკრეტულ შედეგებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით”, – თქვა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტში ყველა მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას,

“პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ მზადაა შეიწყალოს გიორგი რურუა. მოვუწოდებ მას, რომ აღარ გადადოს და უახლოეს დღეებში გააკეთოს ეს. ასევე ჩადებულია მექანიზმი ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის წინააღმდეგი იქნება გირაოს გადახდის. დოკუმენტში ჩადებულია მექანიზმები და მას სჭირდება აღსრულება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას გირაოს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის
შემდეგი სტატიახაზარაძე: წარმოუდგენელი იქნება, პარლამენტის სესიებში მონაწილეობა, თუ მელია და რურუა, არ იქნებიან გათავისუფლებული