ბაქრაძე – ოპოზიციისთვის განსაზღვრული არც ერთი თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ

საპარლამენტო უმრავლესობას ძალიან უჭირს, კომიტეტის თავმჯდომარეების სკამებთან და პრივილეგიებთან შელევა. არადა, შარლ მიშელის დოკუმენტის არსია იმაშია, რომ არ უნდა იყოს ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კონტროლის ბერკეტები, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პარლამენტში ძალაუფლების განაწილების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია აპირებს, დამატებითი ინიციატივებით გამოვიდეს.

„არ ვაპირებ, არც ერთი იმ თანამდებობის დაკავებას, რომელიც ოპოზიციისთვის არის განსაზღვრული. ეს საკითხი იწელება და ოპოზიციის ნაწილი ვაპირებთ, კონკრეტული დამატებითი ინიციატივებით გამოვიდეთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პროცესი დააჩქაროს. არა მხოლოდ ძალაუფლების ნაწილში, არამედ საარჩევნო მიმართულებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემოტანა და სასამართლოს კანონის შეცვლა. მნიშვნელოვანი მიმართულებები არის გაჩერებული“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში„კობახიძესთან ერთად 43%-საც ვერ ავიღებთ“ – „ოცნება“ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს ითხოვს
შემდეგი სტატიაეკლესიის საქმეებში პირდაპირ ერეოდა – მეუფე იაკობი გახარიაზე