ბაქრაძე – მოლაპარაკება გულისხმობს, რომ ყველა მხარე მზად უნდა იყოს კომპომისებისთვის

შარლ მიშელის დატოვებულ ექვსივე პუნქტში არის ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, სადაც ვფიქრობთ, რომ ვერცერთი თემის იგნორირება ვერ მოხდება, ეს არ იქნება სწორი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოლაპარაკება გულისხმობს, რომ ყველა მხარე მზად უნდა იყოს კომპომისებისთვის და მზად უნდა იყოს მოქნილობისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს პრინციპული და ღირებული საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც კომპრომისი და მოქნილობა ვერ შეეხება საკითხის შინაარსს, მაგრამ შეიძლება მსჯელობა საკითხის ფორმაზე, შეიძლება მსჯელობა საკითხის გადაწყვეტის გზაზე. შინაარსისგან დამოუკიდებლად ყოველთვის არსებობს, თუ გაქვს სურვილი, გზები, რათა მოძებნო კომპრომისი და იყო მოქნილი. ამიტომ ამ მოლაპარაკებაში ბატონი მიშელის დატოვებულ ექვსივე პუნქტში არის ექვსი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვერცერთი თემის იგნორირება ვერ მოხდება და ეს არ იქნება სწორი.

შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს ექვსივე თემაზე, რომელიც დოკუმენტშია, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გამოშვებაზე. ოღონდ ვიმეორებ, თუ მოლაპარაკებაში ხარ პასუხისმგებლიანად, ყოველთვის არსებობს იმის საშუალება, რომ ფორმაზე დათმობის გარეშე მოახერხო და პროცესთან დაკავშირებით მიხვიდე მხარეებისთვის მისაღებ შეთანხმებაზე, ეს პროცესი მიდის ახლა“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – გვსურს, მოლაპარაკებები დასრულდეს ისეთი შეთანხმებით, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს
შემდეგი სტატიაბოკერია – საკითხები, რომლებიც მიშელმა მოხაზა, არ შეიცვლება და ჩვენი პოზიციაც ეს არის