ბაქრაძე – მნიშვნელოვანია ევროკავშირის, როგორც შუამავლისგან მოვისმინოთ შეფასება, სად შეიძლება გადიოდეს კომპრომისი ხელისუფლების მოსაზრებით

მოლოდინია, რომ კრისტიან დანიელსონთან დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ ექვსპუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიებისა და შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი მოდერატორებოისგან მოისმინონ, თუ რა შედეგით დასრულდა, გუშინ „ქართულ ოცნებასთან“ გამართული შეხვედრა.

„ჩემი მოლოდინია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილავთ პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ ექვსპუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს და დეტალურად ვისაუბრებთ ყველა პუნქტთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორია განსხვავებული პარტიების ხედვა და სად შეიძლება, გადიოდეს კომპრომისისა და შეხების ხაზი თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოვისმინოთ ევროკავშირის, როგორც მედიატორია და შუამავლის პოზიცია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მოვისმინოთ მათი შეფასება, რაიმე შედეგით დასრულდა თუ არა გუშინ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა და სად შეიძლება გადიოდეს შესაძლო კომპრომისი ხელისუფლების მოსაზრებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას ველოდებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდანიელსონი – ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ვაპირებთ, რომ მუშაობა გავაგრძელოთ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – რა თქმა უნდა, მოლაპარაკების რესურსი არსებობს