ბაქრაძე: ხელისუფლების პრიორიტეტი ადამიანია, ოღონდ ერთი ადამიანი – ივანიშვილი

,,ევროპული საქართველო არა თუ აგრძელებს მუშაობას, არამედ გადავდივართ სრულიად ახალ ბრძოლაზე. ვიწყებთ ბრძოლის ეტაპს, რომელსაც დავასრულებთ გამარჯვებით მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. პარტიის ასაკი იზომება იმით რამდენ არჩევნებში მიუღია მონაწილეობა და ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე შევქმენით ბაზა მთელ საქართველოში და გავიჩინეთ 160 ათასი ადამიანი. ეს არის ის ბაზა, რომელზეც უნდა ვაშენოთ და გავიმარჯვოთ მომავალ არჩევნებში. განვლილი არჩევნები იყო წარმატება, მომავალი გამარჯვებისთვის. დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ საკუთარი ხალხისთვის, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რომ მათი არჩევანი იყო სწორი. დღეს ბევრ სხვა რამესთან ერთად, რომელიც აკლია საქართველოს ეს არის ერთმანეთის ნდობა და რწმენა. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხი ეს არ არის საარჩევნო რესურსი, ეს არის ძალა, ვისაც უნდა ვემსახურებოდეთ. ამისთვის საჭიროა, რომ არასაარჩევნო რეჟიმში ვიმუშაოთ. ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება ყოველ დღე, ყველა ქალაქში და რეგიონში. როდესაც პოლიტიკოსები აღარ საუბრობენ ხალხზე და პრობლემებზე ასეთი ლიდერები უნდა გაუშვათ სახლში და მოვიყვანოთ ისინი, ვინც ხალხზეა ორინტირებული. ერთად დავდგეთ და ავაშენოთ უკეთესი საქართველო. ის საქართვლო, სადაც უკეთესად იცხოვრებს ყველა ოჯახი. ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიული პარტია, სადაც წინ მიდიან ადამიანები, ვისაც მხარს უჭერენ ადამიანები. ასეთი პარტია ააშენებს ქვეყანას, სადაც ხალხის მხარდაჭრა იქნება პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს რა თმა უნდა ძალიან ბევრი გეგმა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც პატივს სცემს წარსულს და ყველაფერს აკეთებს უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ის პარტია, რომელიც იზრუნებს მცირე მეწარმეებზე, პენსიონერებზე, პედაგოგებს გაუზრდის ხელფასს, იზრუნებს გლეხებზე. ჩვენ ვიქნებით საქმის გამკეთებელი პარტია. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია დღვანდელი ჩვენი შეკრება, ‘’ – დავით ბაქრაძე.

banner
წინა სტატიაში„ევროპულმა საქართველომ“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩია
შემდეგი სტატიაშსს აქციას #არაჩადებას!” შეუერთდა