ბაქრაძე: გამოსავლის მოძებნას სჭირდება დიალოგი

„ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი ისეთ თემებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ჩვენი სამომავლო გეგემები ევროკავშირთან მიმართებით, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს მთავარი თემა იქნება შიდა ვითარება, აქ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და იმ ჩიხიდან გამოსვლის მოძებნა, რომელშიც მთლიანი ქვეყანა შეიყვანა ხელისუფლებამ.

გამოსავლის მოძებნას სჭირდება დიალოგი. ამას ამბობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ამისთვის ვართ მზად მთელი ოპოზიცია, მაგრამ დიალოგი არ და ვერ იქნება ცარიელი სიტყვები. დიალოგს სჭირდება შედეგზე ორიენტირებული გარემო, ხოლო ეს გარემო დაანგრია ხელისუფლების ნაბიჯებმა, პოლიტიკურმა დევნამ, ნიკა მელიას დაპატიმრებამ, უფრო ადრე გაყალბებულმა არჩევნებმა. ამიტომ, კომპრომისისთვის ყველა უნდა ვიყოთ მზად, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, ლომის წილი და მთავარი ტვირთი ამ პროცესში არის ხელისუფლებაზე, რაც დააზიანეს საკუთარი ნაბიჯებით, აღადგინონ და შექმნან შესაძლებლობა ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: მოლაპარაკების პროცესში ოპოზიციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები კომპრომისისკენ ასეთი კომპრომისი იყო პლებისციტი
შემდეგი სტატია„ლელო“ ჯანდაცვის მინისტრის ტიკარაძის გადადგომას მოითხოვს