ბაქრაძე-დღეს ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც ისევ მხოლოდ წარსულზე საუბრობს

“დღეს ჩვენ ვნახეთ ძველი და კიდევ უფრო ძველი სახეებისგან შემდგარი გუნდი, ვნახეთ ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკები, გუბერნატორები, მინისტრები, დეპუტატები, ვინც ამ 8 წლის განმავლობაში ძალიან კარგად მოიწყო საკუთარი ცხოვრება, მაგრამ ქვეყანას და ხალხს მოუტანა გაჭირვება, სიღარიბე, ვალები და პრობლემები.

დღეს ჩვენ ვნახეთ ხელისუფლება, რომელიც კიდევ ერთხელ საუბრობდა მხოლოდ წარსულზე, კიდევ ერთხელ იმალებოდა ექიმის თეთრი ხალათის მიღმა და ერთი სიტყვა არ უთქვამს მომავლის გეგმაზე, ხედვაზე, პროგრამაზე, თუ როგორ აპირებს ხალხის პრობლემების მოგვარებას.

ამიტომ, ვფიქრობ, დღევანდელი პრეზენტაცია იყო საუკეთესო მაგალითი იმის, რომ ქართული ოცნების და ამ გუნდის გამარჯვების შემთხვევაში მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არ ელოდება არანაირი წინსვლა, არანაირი ცვლილება და იქნება იმავე პრობლემების კიდევ უფრო დამძიმებული ფონი. ამიტომ, სცენარი არის მხოლოდ ორი, ან მოსახლეობა ირჩევს ამ გუნდს და მომავალი 4 წელი ქვეყანა და ხალხი შედის კიდევ უფრო მძიმე პრობლემებში, ან ვიყენებთ ყველა ერთად ამ არჩევნებს ცვლილებებისთვის, ვუშვებთ ქართულ ოცნებას პოლიტიკურ მოუსავლელში და ვირჩევთ ხელისუფლებას, რომელიც საუბრობს მომავალზე და რომელიც საუბრობს იმაზე, როგორ გააუმჯობესებს ხალხის მდგომარეობას ”-ასე აფასებს ევროპული საქართველოს დეპუტატი, დავით ბაქრაძე ქართული ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებს, რომლებიც მმართველმა გუნდმა 20 ივლისს წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ
შემდეგი სტატია„რესპუბლიკურ პარტიას” 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცა