ბაქრაძე: დღეს წყდება როგორ ქვეყანაში გაიზრდებიან თქვენი შვილები და გექნებათ, თუ არა სამსახურები

region
ავტ.: region ოქტომბერი 31, 2020 19:11

ბაქრაძე: დღეს წყდება როგორ ქვეყანაში გაიზრდებიან თქვენი შვილები და გექნებათ, თუ არა სამსახურები

ამომრჩევლის აქტიურობა არის გადამწყვეტი- “ ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“ამომრჩევლის აქტიურობა არის გადამწყვეტი და მე მინდა კიდევ ერთხელ, თითოეულ ადამიანს მოვუწოდო, დღეს გადაწყდება როგორ იცხოვრებთ შემდეგი 4 წელი, როგორ ქვეყანაში იქნებით, როგორ გაიზრდებიან თქვენი შვილები, გექნებათ თუ არა სამსახური, დარჩებით აქ თუ იძულებული იქნებით თურქეთში პლანტაციაში ან პოლონეთში მაღაროში იმუშაოთ.

დილიდან აქტივობა იყო ძალიან მაღალი და კარგი, ამ მომენტის მდგომარეობითაც 2016 წლის აქტივობას ასწრებს, რაც პანდემიის გათვალისწინებით უდავოდ კარგია, მაგრამ ბოლო ერთი საათია, ოდნავ დაკლებულია და მინდა ყველას მივმართო, საათზე მეტი დარჩა, ეს არის ბოლო ტალღა, ბოლო შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოთ თქვენი ქვეყნის და თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში.

არ შეგეშინდეთ, რომ რიგში იქნებით და შესვლას ვერ მოასწრებთ, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, თუ თქვენ 8 საათზე იქნებით რიგში, უბნის თავმჯდომარე ვალდებულია გამოვიდეს, თქვენი სახელი და გვარი ჩაიწეროს და სანამ ხმას არ მისცემთ, უბანი არ დაიკეტება.”-ამბობს ბაქრაძე.

region
ავტ.: region ოქტომბერი 31, 2020 19:11