ბაქრაძე: დარწმუნებული ვარ, ოცნებას უსიამოვნო სიურპრიზი ელოდება

დარწმუნებული ვარ, “დათვლილი ადამიანებისგან” ოცნებას უსიამოვნო სიურპრიზი ექნება- ამის შესახებ ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

“ხელისუფლება იმ დონეზეა მისული, რომ აღარც ელოდება არჩევნების შედეგს, წინასწარ აანონსებს, რამდენი ხმა აქვს. ეს არის მორიგი უპატივცემულობა საზოგადოების და იმის გამოხატულება, რომ ჰგონიათ, ფულის დარიგებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ზეწოლით, შეგიძლია, ადამიანი წინასწარ დათვალო, ვის აძლევს ხმას.

ასეთი დათვლილი ადამიანებისგან დარწმუნებული ვარ, მათ ექნებათ ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი. იმიტომ, რომ საზოგადოებას ამ ქვეყანაში უნდა ცვლილებები, მთავრობა, რომელიც წინასწარ ამბობს, რომ ფულის დარიგების, ზეწოლის და დაშინების შედეგად მას აქვს გარანტირებული ხმები, ამ ხმებს გარანტირებულად ვერ მიიღებს”

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: მნიშვნელოვანია, როცა ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პარტიის მხარდამჭერმა მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგები
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ომბუდსმენის წარმომადგენლებს მსჯავრდებულები თავს კი არ დაესხნენ, არამედ უყურადღებობის გამო უსაყვედურეს