ბაქრაძე-ცვლილებების ერთადერთი გზა არის არჩევნები

“ადამიანებს აღარ უნდათ უმუშევრობა, აღარ უნდა სიღარიბე და უპერსპექტივობა, აღარ უნდათ, რომ ოჯახებს კვლავ აწუხებდეთ კრიმინალი და გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის მხოლოდ ერთი – არჩევნები იმიტომ, რომ ცვლილებების ერთადერთი გზა არის არჩევნები. ამიტომ, თითოეულმა ადამიანმა არჩევნები უნდა გამოიყენოს არა იმისთვის, რომ ვიღაც აირჩიოს და კაბინეტში შევიდეს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი და საკუთარი ოჯახის მომავალი შეცვალოს უკეთესობისკენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში. ”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ხონში, კაკო ბობოხიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის დროს.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი – მესტიაში ვირუსი არ არის ძალიან გავრცელებული
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას