ბაქრაძე – 2021 ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე მოსახლეობას დამდეგ 2021 წელს ულოცავს. როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელმა მრავალი პრობლემა დატოვა მომავალი წლისათვის, როგორიცაა პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი და გაღარიბებული მოსახლეობა.

“მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ, რომ კოვიდ პანდემიის ის ბოროტი აჩრდილი, რომელმაც ამდენი მწუხარება და ტკივილი მოუტანა მთელ მსოფლიოს და ჩვენ ქვეყანას, სამუდამოდ ჩაგვებარებინოს განვლილი წლისთვის. ჯანმრთელობასთან ერთად ასევე გისურვებთ სიკეთეს, მშვიდობას და კეთილდღეობას, ძალიან რთული იყო განვლილი 2020 წელი, ძალიან ბევრი პრობლემა დატოვა მომავალი წლისთვის, დაგვიტოვა პოლიტიკური კრიზისი, ერთპარტიული პარლამენტი, გაჩერებული ეკონომიკა, უზარმაზარი საგარეო ვალი, ძალიან დიდი პრობლემები, გაღარიბებული და გაჭირვებული მოსახლეობა. ამ ყველაფერს არ სჭირდება ხელების ჩამოყრა და უიმედობა, ამ ყველაფერს სჭირდება შრომა, ბრძოლა, იმედი და წინსვლა. მე მინდა სწორედ ეს გისურვოთ, რომ 2021 წელი ყოფილიყოს შრომის, წინსვლის, განვითარებისა და კეთილდღეობის მოტანის წელი, ყოფილიყოს წელი, რომელიც გარდამტეხ და მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ჩვენ ქვეყანას და ჩვენ მოსახლეობას. გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და თითოეულ ოჯახს საქართველოში ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიკეთეს, კეთილდღეობას და განვითარებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის საახალწლო მილოცვა
შემდეგი სტატიაშაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო