ბაქოში ოპოზიციამ დიდი მიტინგი გამართა

31 მარტს ბაქოში, აზერბაიჯანის ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი მიტინგი გამართეს, სადაც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ბოიკოტირება და პოლიტპატიმრების განთავისუფლება მოითხოვეს.
პოლიტპატიმრების, რომელიც აზერბაიჯანში 160 მსჯავრდებულს ითვლის, პრობლემის პარალელურად, ოპოზიციურმა ძალებმა, რომელსაც აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი, ნაციონალური დემოკრატიული ძალების ცენტრი და პარტია ,,მუსავათი,, წარმოადგენდა, ალიევის ხელისუფლება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საქმეში, უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
აზერბაიჯანის ოპოზიცია აპირებს, რომ აქტიური სამუშაოები ჩაატაროს და არჩევნების ბოიკოტირების საკითხი გააქტიუროს ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრემიერმა აღდგომა მიულოცა ქრისტიანებს
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეა ატომურ გამოცდას აგრძელებს