ბაქოს ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დააუთოვეს და ბლაგვი საგნით სცემეს

ყაჩაღობა მოხდა დღეს თბილისის ცენტრში, ბაქოს ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დააუთოვეს და ბლაგვი საგნით სცემეს. წამება იქამდე გაგრძელდა, სანამ დაზარალებულს ფულის და ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი არ ათქმევინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობას წინ მუქარა უძღვოდა. 35 წლის ნატა ფუტკარაიამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მუქარის შემცველი შეტყობინება, შვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ მიიღო. თავდამსხმელებმა 12 000 ლარი და დიდი ოდენობით ოქროული წაიღეს.

ახალგაზრდა ქალი სხეულზე სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, დამწვარი აქვს ზურგის დიდი ნაწილი და კიდურები ბლაგვი საგნით აქვს დაბეჟილი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოში დაღუპული მოზარდის დედამ თავი მოიკლა
შემდეგი სტატიაამ ბიუჯეტის მთავარი მიზანი ქვეყნის ვალის ზრდის ფასად, ხელისუფლების საარჩევნო და პროპაგანდისტული მიზნების მიღწევაა