ბაქომ ერევანი ყარაბაღში დაღუპულების ფოტოების ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა

ბაქოში ამტკიცებენ, რომ სომხური მხარის მიერ გავრცელებული დაღუპული აზერბაიჯანელი სამხედრობის ფოტოები ფალსიფიცირებულია და სინამდვილეში დონბასის სამხედრო მოქმედებებისას არის გადაღებული – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ვაგიფ დარგლიახმა დღეს განაცხადა.

„ეს ფოტოები არ ეხება აზერბაიჯანულ სპეცრაზმს. ისინი ორი-სამი წლის წინ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს არის გადაღებული და ახლა სომხები ავრცელებენ სოციალურ ქსელებში“ – განაცხადა პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა. ფოტოები, რომელზეც საუბარია, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა არცრუნ ოვანისიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დღეს გაავრცელა. ფოტოებზე დაახლოებით 10 დაღუპულია გადაღებული. „ეს აზერბაიჯანის სპეციალური დანაყოფებია“ – ფოტოეს ასეთი წარწერა ახლავს თან.

banner
წინა სტატიაში“ვარშავიდან უნდა წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის“ – თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატია“ნატო მხარს უჭერს პროცესის მშვიდობიანი გზით მოგვარებას” – უილიამ ლაჰიუ ყარაბაღის მოვლენებს ეხმაურება