ბაქომ დაბლოკა „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის საიტი

ბაქოში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება „რადიო თავისუფლების“ აზერბაიჯანული სამსახურის საიტის დაბლოკვის შესახებ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საიტზე განთავსდა სტატია ფინანსური მაქინაციების თაობაზე, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ კავშირი პრეზიდენტ ალიევის ოჯახთან და მის გარემოცვასთან.
დასავლური მედიის ცნობით, აზერბაიჯანში, აგრეთვე, დაბლოკილია ინტერენეტ -გამოცემები „Мейдан ТВ“, „Туран ТВ“, „Азербайджан Саат“ და გაზეთი „Азадлыг“.
BBC -ის აზერბაიჯანული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ გამოცემებს ბრალად ედება მასობრივი არეულობების ორგანიზების მცდელობა და საზოგადოებრივი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული ქმედებები.
გარდა ამისა, ხელისუფლება თვლის, რომ ეს საიტები მხარ უჭერენ რადიკალურ რელიგიურ დაჯგუფებებს, აშუქებენ აკრძალულ ინფორმაციას და ძირს უთხრიან სახელმწიფოს ინტერესებს.
დაბლოკილი საიტების ჟურნალისტები უარყოფენ ბრალდებებს.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში მოქალაქემ ლენინის დამარხვა სცადა
შემდეგი სტატიასენსაციური აღმოჩენა: 3 დღის შიმშილი თქვენს იმუნიტეტს აღადგენს