ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა, – ამის შესახებ „თაიმერს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ყახაზეთის პრემიერ-მინისტრმა ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.
ხუთი ქვეყნის ლიდერმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე – იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.

banner
წინა სტატიაშირატომ უნდა შეიქმნას ხელახალი საკონსტიტუციო კომისია – ოთარ კახიძე მმართველ გუნდს აკრიტიკებს
შემდეგი სტატია,,ახალი სარკინიგზო ხაზი სრულიად ახალ პირობებს შექმნის არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ – მის მიღმა”