25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება.

სამინისტროს ცნობით, ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის საერთო სიგრძე 180 კილომეტრია. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 153 კილომეტრს, ხოლო აშენდა 27 კილომეტრის სიგრძის სრულიად ახალი, ევროპული სტანდარტების მქონე სარკინიგზო მაგისტრალი.

„ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია. ხაზის სრულ ექსპლუატაციაში შესვლით პროექტის გამტარუნარიანობა 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება, რაც რეგიონს ტვირთების დამატებით ნაკადების გატარების საშუალებას მისცემს და მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის სატრანსპორტო შესაძლებლობებს.

აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ექსპლუატაციაში შესვლა შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანის ქალაქ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილისა და აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის რაშად ნაბიევის მიერ ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლზე ხელმოწერით შედეგად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა, წუხელ, უკრაინას 656 დრონითა და სხვადასხვა ტიპის 73 რაკეტით შეუტია
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძე კახა კალაძეს მიმართავს