,,ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის გახსნა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს”

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის პროექტი წინ წაწევს როგორც საქართველოს ეკონომიკას, ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ეკონომიკისთვის.

მინისტრის თქმით, აღნიშნული რკინიგზა ანაკლიის პორტის შემადგენელი ნაწილი იქნება.

„ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა უკვე ოფიციალურად გაიხსნა და დღეიდან მოძრაობას დაიწყებს ტვირთები. ამიტომ, მნიშვნელოვანი დღეა, როგორც იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს რკინიგზა გადის, ისე – განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს.

ეს რკინიგზა იქნება შემადგენელი ნაწილი ანაკლიის პორტისაც. ანაკლიის პორტის მეშვეობით, ამ რკინიგზიდან გამომდინარე, ნაკადები თურქეთში მოხვდება. ეს პროექტი წინ წაწევს როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ეკონომიკისთვის“,- განაცხადა ალავიძემ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად დღეს გაიხსნა.

banner
წინა სტატიაში,,ლარის გაუფასურება დააბრალონ საკუთარ თავს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა”
შემდეგი სტატია,,ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევაში მონაწილე პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერებს ექსპერტიზა ჩაუტარდება”