ბაქო-თბილის-ყარსის მიმართულებით სატესტო მატარებელი გავიდა

20 ივლისს ბაქო-თბილისი ყარსის ახალი რკინიგზის მარშუტზე პირველი სატესტო მატარებელი გავიდა.


10 წლის უკან საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანისა და თურქეთის სარკინიგზო მაგისტრალების საქართველოს გავლით დაკავშირებას ითვალისწინებდა, ბაქო-თბილისი-ყარსის ახლი რკინიგზა თითქმის მზაადა და ის სექტემბერში პირველ ნაკადს გაატარებს.
ახალი რკინიგზა, რომელიც საქართველოში ახალქალაქის ტერიტორიაზე გადის, ჩინეთიდან ლონდონამდე მაგისტრალზე მიმავალი მატარებლებისა და ტვირთების გატარებას უზრუნველჰყოფს, საწყის ეტაპზე წელიწადში 1 მილიონამდე მგზავრს და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურე. საბოლოო გათვლა ამ გზის დატვირთვისა 34-35 მილიონი ტონა ტვირთია წელიწადში.
სატესტო მატარებლის პირველი მგზავრები იყვნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და თურქეთის ტრანსპორტის, ნაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრი აჰმეთ არსლანი

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა გონიოში 17 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატია,,ევროპული საქართველოს,, აქციას ჩაშლით ემუქრებიან