ბაქო-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული საფრთხე და რისკები წინასწარ გაანალიზებულია

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული რისკები პროექტის დაგეგმვის დროსაც იყო გათვალისწინებული და ალტერნატიული ვარიანტები არსებობს. ამის შესახებ მან ოკუპირებული ორჭოსანის მონაკვეთზე ბაქო-თბილისი-სუფსის ნავთობსადენის ნაწილის საოკუპაციო ზოლს მიღმა მოხვედრასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება რისკების შემცირებას მაქსიმალურად ცდილობს და ამისთვის, საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობს.

„ეს ადმინისტრაციული საზღვრები, სამწუხაროდ, განსაზღვრულია წინა ხელისუფლების მიერ. სააკაშვილმა ეს თავისი ბრძანებით განსაზღვრა ადმინისტრაციული საზღვრები. სამწუხაროდ, და ეს რეალობაა, რომ ოკუპანტები ამ ადმინისტრაციულ საზღვარს მოყვებიან და ახდენენ ე.წ. ბორდერიზაციას. ამავე ადმინისტრაციულ საზღვრებში ექცევა ნავთობსადენი, თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, ალტერნატიული საშუალებები, რაც თავიდანვე იყო გააზრებული და მოფიქრებული. ასე რომ, ეს არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს, დიდ საშიშროებას. ზოგადად, ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ და სამხედრო ბაზები აქვთ განთავსებული. მე ყველაფერზე ახლა ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს საფრთხე, ეს რისკები წინასწარ გაანალიზებულია, მათ შორია საერთაშორისო პარტნიორებთან და ამასთან მიმართებაში კონტრზომებიც არსებობს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლება ოკუპირებული ორჭოსანის მონაკვეთზე. „ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხი დადგება ერგნეთის IPRM-ის მომავალ შეხვედრაზე“, – განაცხადეს სუს-ში.

banner
წინა სტატიაშითბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიაში მოყვა
შემდეგი სტატიაქართული სასამართლო შშმ პირთა ჩაგვრის მექანიზმად იქცა