ბაქო: დავით-გარეჯის კომპლექსი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა

აზერბაიჯანულმა მხარემ თბილისთან, სამონასტრო კომპექს დავით გარეჯთან დაკავშირებით თბილისში გამართულ მლაპარაკებებზე საკუთარი პოზიცია დაადასტურა – 27 მაისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა თქვა – “ეხოკავკაზა” “გრუზია ონლაინზე” დაყრდნობით წერს.

“საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანი და საქართველო ავტომატურად გახდნენ იმ ადმინისტრაციული საზღვრის მემკვიდრეები, რომლებიც ჩვენს შორის მდებარეობდა. შესაბამისად, ეს საზღვრები სახელმწიფო გახდა და ის ორივე ქვეყნის მესაზღვრეებმა აიყვანეს კონტროლ ქვეშ” – აღნიშნა ხალაფოვამ და დაამატა: “ფაქტია, რომ ეს საზღვარი მუდამ იყო და მას ყოველთვის იცავდა ჩვენი და ქართული მხარე”.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოქვაბულებზე გადასვლას, ქართული მხარის თხოვნით და ურთიერთშეთანხმებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ახორციელებდნენ. “ეს დღესაც ასეა. რაც შეეხება, გარკვეულ სამუშაოებს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა” – აცხადებს ხალაფოვა.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დანელიამ აღნიშნა, რომ დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის უკანასკნელი სხდომის დროს, რომელიც საქათველო-აზერბაიჯანის საზღვარს შეეხებოდა, “ჩვენ დავსვით საკითხი იმის შესახებ, რომ აუცილებელია ისეთი ნაბიჯების არ გადაიდგას, რომელიც ისეთი აღქმას შეუწყობს ხელს, რომ რაღაცნაირად სტატუს-კვო შეიცვლება” -წერს “ეხოკავკაზა”.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: პატრიარქის პოზიცია სრულიად მისაღებია. ნუ დავუპირისპირდებით მას, ზუსტად ასეა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა