ბაქარაძე: დღევანდელი დღე მელიას დასასრული კი არა, ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელი დღე არა ნიკა მელიას დასასრული, არამედ სასამართლოს იდეის, სამართლის, ინსტიტუტების იდეის დასასრულია. მისი თქმით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ღირსეულად და მშვიდობიანად.

“ნიკა მელია დღეს იწყება როგორც აბსოლუტურად სხვა ნიკა მელია და პოლიტიკური ლიდერები იქნებიან მათ შორის მაშინ, როცა ციხის არ ეშინიათ და ისე იქცევიან, როგორც ნიკა მელია იქცევა. დღეს ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ, დასრულდა ქართული სახელმწიფო, იმიტომ, რომ ვიხილეთ საცოდავი სასამართლო. დღევანდელი დღე მელიას დასასრული კი არ არის, სხვა ნიკა მელიას დასაწყისია და ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი”, – თქვა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: თუ ისინი გადამეტებულ ძალას გამოიყენებენ, ესეც მათ სახეს უჩვენებს
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია: უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება