ბანკომატის ქურდობა რუსთავში – შსს განმარტებას აკეთებს

დაახლოებით, ორი კვირის წინ, რუსთავში ქურდობა მოხდა – უცნობმა „თიბისი ბანკის“ ბანკომატი გატეხა. გავრცელდა ინფორმაცია, ქურდი ქალბატონი იყო, თუმცა მაშინვე ისიც ითქვა, რომ მძარცველი, უბრალოდ, კაბაში იყო გამოწყობილი, თორემ სინამდვილეში, ის პოლიციის თანამშრომელი მამაკაცი იყო.
მომხდარი შსს-მ დაადასტურა და “თაიმერს” ისიც აუწყა, რომ საქმეზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.
რაც შეეხება იმას, რომ მძარცველი ქალის ფორმაში გადაცმული პოლიციის მაღალჩინოსანია, შსს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ დამნაშავე ძალოვანი არ ყოფილა.

 

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიყოფილმა ხელისუფლებამ თავზე დაიხია სამართალი-გია ვოლსკი
შემდეგი სტატიაბობოხიძე კარლო კოპალიანს – 2011 წლის 26 მაისს სახელმწიფოსგან მიიღეთ პასუხი, მაგრამ გამომწვევი თქვენ იყავით