ბანკის მძარცველს ფეხი აუცურდა და პირდაპირ პოლიციელის წინ დაეცა

აშშ-ში შეიარაღებულმა მამაკაცმა ბანკი გაქურდა და დანაშაულის ადგილიდან მიმალვისას ფეხი აუცურდა და პოლიციელის წინ დაეცა, რომელიც იმ დროს მანქანას აჩერებდა პარკირებაზე. დაცემისას მამაკაცს ჩანთა გაუვარდა ხელიდან, საიდანაც იარაღი და ფული ამოუცვივდა. პოლიციელმა ჯოზეფ მასიმ წამებში შეძლო მანქანიდან გადმოსვლა და ბოროტმოქმედის დაკავება. შემთხვევა 12 თებერვალს, მენის შტატის ქალაქ უოტერვილში მოხდა. 37 წლის ჯეისონ მაკენდონტს ბრალი ბანკის გაქურდვაში დასდეს. მას უფლება აქვს 25 ათასი დოლარის გადახდის შემთხვევაში გირაოთი გამოვიდეს. სასამართლო განხლვა 13 მაისს არის ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“ვურჩევ მამუკა ხაზარაძეს: ან ბრძოლა, ან ციხის კარები”-ნიკა გვარამია