ქართული ბანკები – ყაჩაღთა ბუდე

aqcia-leiboristebisლეიბორისტულმა პარტიამ დაიწყო გამაფრთხილებელი აქციები ყაჩაღი ბანკების წინააღმდეგ, რომლებმაც ხელისუფლების ხელშეწყობით, ლარის გაუფასურებისა და მოსახლეობის ძარცვის ფონზე მილარდები გააკეთეს.
დღეს, ლეიბორისტული პარტიის ორგანიზებით, გაიმართა აქცია “ლიბერთი ბანკის” სათაო ოფისთან.
პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას განცხადებით, “ლიბერთი ბანკი”, რომლის მეპატრონე ექს-პრემიერი ლადო გურგენიძეა, ურცხვად აყაჩაღებს პენიოსნერებს. ბოროტად იყენებს მათ უმწეო მდგომარეობას და მსოფლიოში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს დაწესებული სესხზე. წამლისთვის წინსაწარ გამოტანილი სამი თვის პენსიიდან ბანკი პროცენტის სახით იტოვებს ერთი თვის პესნიას. პესნიონერის გარდაცვალების შემთხვევაში კი, ჭირისუფალს ათმაგი ოდენობის თანხის დაბრუნებას აიძულებენ.
“ეს არა მხოლოდ ამორალურია, არამედ არის დანაშაული! ასევე, ბანკი საპენსიო მომსახურებისათვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს იღებს.
ლეიბორისტული პარტია კატეგორიულად მოითხოვს, შეწყდეს ხალხის ძარცვა, ჩამოერთვას “ლიბერთი ბანკს” პენსიის გაცემის ექსკლუზიური უფლება და გადაეცეს იგი “ეროვნულ ბანკს”, ხოლო გამოთავისუფლებული მილიონებით გაიზარდოს პენსია ხანდაზმული ადამიანებისთვის. ლეიბორისტული პარტია ჰპირდება მოსახლეობას, რომ სახელისუფლებო-საბანკო დიქტატურას დაასრულებს ამ ქვეყანაში!”. – განაცხადა გიორგი გუგავამ.
მომავალი აქცია გაიმართება ხვალ, 2 თებერვალს, 13.00.სთ-ზე “საქართველოს ბანკის” სათაო ოფისთან.

banner
წინა სტატიაში“იმედის თვალით შევყურებ თქვენთან თანამშრომლობას”- ბარაკ ობამამ გიორგი კვირიკაშვილს წერილი გამოუგზავნა
შემდეგი სტატიაგიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ 25%-ის წილის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძეს საკუთარი წილები გადაუფორმეს