ბანკებში დოლარის ფასი 2.7-ს, ხოლო ევროს ფასი 2.9-ს უახლოვდება

ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრისთვის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 2.5352 ლარი ღირს, ხოლო ევრო 2.6980 ლარი.
1 დეკემბრის მონაცემებით კომერციულ ბანკებში დოლარის და ევროს ფასი რამდენიმე საათში მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 4 თეთრით მოიმატა. ამ დროისთვის დოლარის და ევროს ფასი საქართველოს კომერციულ ბანკებში შემდეგია:

საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 2.6800 ლარი ღირს, ევროს შეძენა კი 2.8600 ლარად არის შესაძლებელი.

თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარის ფასი 2.6790 ლარია ერთ ევრო კი 2.8610 ლარი ღირს.

ლიბერთი ბანკის მონაცემებით კი 1 აშშ დოლარი 2.6750 ხოლო 1 ევრო 2.8730 ლარი ღირს.

ვითიბი ბანკში 1 აშშ დოლარის შეძენა 2.6800 -ად ხოლო 1 ევროს 2.8460 ლარად არის შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიელმარ ბროკმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართება
შემდეგი სტატიაე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თათუხაშვილის ძმები დისტანციური მეთოდით დაიკითხებიან