23.2 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა

უცხოური მედიის ინფორმაციით, ბანგლადეშში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 44 ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი მოქალაქე საკუთარ სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

მედიის ინფორმაციით, წყალდიდობა მუსონურმა წვიმებმა გამოიწვია, ქვეყნის არაერთ რაიონში მდინარეები ადიდდა და მეწყერი ჩამოწვა.

ბანგლადეშის კატასტროფების მართვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შვიდ პროვინციაში 267 000-ზე მეტი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.

მედიის ცნობით, ათასობით ადამიანი შიმშილობის ზღვარზე იმყოფება, მათ დასახმარებლად არმიას და საზღვაო ძალებს საკვები, სასმელი წყალი, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები ნავებით მიაქვს.

„როიტერის“ ცნობით, ბანგლადეშში მუსონური წვიმების დროს წყალდობა ხშირი მოვლენაა. მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილება ექსტრემალურ ნალექებს უფრო ხშირს და ინტენსიურს ხდის, რაც კატასტროფების მასშტაბებსა ზრდის.

banner
წინა სტატიაშიცრუ ბრალდებების გამო ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა რუსეთის დიპლომატები დაიბარეს
შემდეგი სტატიაეკა სეფაშვილი: ვინმე თუ არღვევს დემოკრატიის პრინციპებს და სადმე თუ შეინიშნება დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის ევროკავშირი