10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო

ბანგლადეშში წითელას აფეთქების გამო საგანგებო ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წითელათი გარდაცვალების 17 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს აღწევს. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით წითელას 7500-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

„როიტერის“ ინფორმაციით, ვაქცინაციის კამპანიაში „იუნისეფი“ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არიან ჩართულები. როგორც ცნობილია, ვაქცინაციის პროცესის დროს პრიორიტეტი მიენიჭებათ ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს.

„იუნისეფი ღრმად შეშფოთებულია ბანგლადეშში წითელას შემთხვევების მკვეთრი ზრდით, რაც ათასობით ბავშვს, განსაკუთრებით ყველაზე უმცროს და დაუცველს, სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა ბანგლადეშში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რანა ფლაუერსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „როიტერს“ განუცხადა, რომ აფეთქება, რომელიც ამჟამად ბანგლადეშის 64 რაიონიდან 56-ს მოიცავს, მომდევნო დღეებში გააგრძელებს გავრცელებას, მაგრამ სავარაუდოდ ვაქცინაციის კამპანიის დაწყებისთანავე შემცირდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს მოუწოდებს, „ულტიმატუმების ენა შეწყვიტოს“
შემდეგი სტატიამეუფე ისაია და მოსაყდრე შიო – სად გადის ზღვარი ღირსეულ წესრიგსა და გადამეტებულ ნარცისიზმს შორის?!