ბანგლადეშში სპეცრაზმმა შტურმით აიღო კაფე, სადაც შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი

ბანგლადეშის სპეცრაზმმა დაკაში შტურმით აიღო კაფე, რომელშიც შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი. პოლიციამ 18 მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა, მათ შორის არიან უცხოელებიც.

შტურმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბანგალდეშში იტალიის საელჩომ დაადასტურა, რომ მძევლებს შორის იტალიის შვიდი მოქალაქე იყო. დაუდასტურებელი ცნობებით, კაფეში იმყოფებოდნენ იაპონიისა და ინდოეთის მოქალაქეებიც. ორმა მძევალმა თავად შეძლო გაქცევა, მათ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები აქვთ მიყენებული.

სამართალდამცველების განცხადებით, შტურმის დროს მოკლულია ექვსი თავდამსხმელი. აესვე დაიღუპა ორი პოლიციელი, 30-მდე კი დაშავებულია. მათგან ათი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

დაკას დიპლომატიურ ზონაში მდებარე კაფეზე თავდასხმაზე პასუხისმგებლბა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. მოგვიანებით ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მისმა მებრძოლებმა უკვე მოკლეს 24 მძევალი. “ისლამურმა სახელმწიფომ” ინტერნეტში ცხედრების ფოტოები გაავრცელა. თუმცა ეს ინფორმაცია პოლიციას ჯერ არ დაუდასტურებია.

ამ დრომდე უცნობია, რამდენი მძევალი ჰყავდათ აყვანილი ისლამისტებს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათი რაოდენობა 20-მდეა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მძევლად შესაძლოა, 35-ზე მეტი ადამიანი იყოს.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ექსპრეს ბანკის ყაჩაღობა გახსნა
შემდეგი სტატიაწუხელ კანდელაკის ქუჩაზე დაჭრილი მიხეილ ცხაკაია გარდაიცვალა