ბანგლადეშის ნაპირებზე ჩამოვარდნილი Ан-26-ის ეკიპაჟი უკრაინელებისგან შედგებოდა

Ан-26-ის ეკიპაჟი, რომელიც დღეს ბანგლადეშის ნაპირებთან ჩამოვარდა, სრულიად უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული – ამის შესახებ უკრაინის შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
თვითმფრინავი უკრაინულ “უგრას” ეკუთვნოდა. Ан-26-ი ბანგლადეშის კომპანია True Aviation-ში ლიზინგით იყო. მიმდინარე მომენტისთვის ადგილობრივმა მაშველებმა ორი დაღუპულის გვამი აღმოაჩინეს, კიდევ ერთი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთიც უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

წინა სტატიაშიბუკინგემის სასახლემ Sun-ს პრეტენზია გამოუცხადა დედოფალზე სტატიის გამო
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს განცხადებით ეხმაურება