ბანერსაც დავდგამ – მაჩალიკაშვილი პარლამენტთან მივიდა

ვფიქრობ, ივანიშვილს აქვს დავალებად დადგინდეს ადამიანში რამდენი ძალა და გამძლეობაა. გუშინ წავედი ხეობაში და დაშალეს კარვები“, – ამის შესახებ პარლამენტის წიმ მისულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

„მე მართლა მიხარია, რომ აქ ბავშვი გაიხარებს, მაგრამ რაც გაკეთდა არავის არ უხარია. აქ სისხლი დაღვარეს ამათ საწოლში ბავშვები ჩაცხრილეს. რაც არ უნდა გააკეთონ, ღირსებას ვერ წაშლიან. მე აქ დავრჩები კარავსაც გავშლი, ბანერსაც დავდგამ. იმ კარავში მე თემირლანს ვხედავ და აქ უნდა იდგეს. მთელმა საქართველომ იცის რატომ დგას მაჩალიკაშვილი აქ, რას ითხოვს. აქ მდგომი ადამიანების მართლა მრცხვენია. ჩემი შეცდომაა, რომ როცა ადამიანი გეუბნება კაცურ სიტყვას, დავიჯერე.

3 საათზე დამირეკეს მერიიდან, თქვენი ნებართვით კარვებს ავიღებთ, ბავშვებისთვის გვინდაო. მე ვუთხარი, ჩემს კარავს ხელი არ ახლოთ, დანარჩენი შეგიძლიათ აიღოთ და იქ დადგათ, რომ მართლა ბავშვმა რაღაც ზეიმი ნახონ მეთქი. მიდი და ენდე. ჩემი კარავი ვნახე შეაგდეს მანქანაში და წაიღეს.

ორი წელია აქ ვცხოვრობ, ასი ათასობით ფული დავხარჯე, რომ გავიგო ვინაა ჩემი შვილის მკვლელი. ამათ გამანადგურეს, ერთი სახლი მაქვს დარჩენილი, იმასაც გავყიდი და ალბათ დაისვენებენ.
ამაღამ აქ ვარ და ვიქნები, სანამ არ შეიქმნება საგამოძიები კომისია.

მოვიდეს აქ ერთი პრემიერ-მინისტრი, ვინც გინდა მოვიდეს. სადაც წვრილია, იქ გაწყდეს“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლში გადაჰყავთ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილს უმასპინძლა