ბანდიტური გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან – ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქართველოში ბექა ბასილაია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების ფაქტს ეხმაურება. უფლებადამცველი მომხდარს „უკანონო – ბანდიტურ გადაწყვეტილებას” უწოდებს.

ბასილაია ამბობს, რომ ამ ეტაპზე უცნობია სამართლებრივი საფუძველი დაკავების, თუმცა მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

ბასილაიას თქმით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დევნის დაწყების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენთვის ამ ეტაპზე დაკავების საფუძველი უცნობია, შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცედურებთან დაკავშირებით, კონკრეტული კომენტარის გაკეთება სამართლებრივ ჭრილში გაგვიჭირდება, თუმცა იმის თქმა ცალსახად შეგვიძლია რომ ეს უკვე სამართლებრივი პროცესებიდან გასულია და ეს არის ბანდიტური გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც წინ უსწრებდა საქართველოს მოქალაქეების უკანონო გამოძევება, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრებზეა საუბარი, მათი ცემა, წამება და ა.შ.,”-განაცხადა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაში“ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება”- ბესელია სააკაშვილის დაკავებაზე
შემდეგი სტატიამიკროავტობუსი, რომლითაც დაკავებული მიხეილ სააკაშვიული უნდა გადაიყვანონ, ალყაშია მოქცეული