“ბანდიტო, კორუმპირებულო, ხარბო მინისტრო!…” – ანდრო ჭიჭინაძის დედა თიკა რუხაძეს

“არ გაბედო ანდროს ხსენება ! ბანდიტო, კორუმპირებულო, ხარბო “მინისტრო”! მოვა შენი დროც! ქოცო! მართლა თქვე ქვეყნის გადამტრიალებლებო! მოღალატეებო! არ გაბედო ჩემი შვილის ხსენება! და არც ერთი ბიჭის რომელიც თქვენ,ჯალათებმა გამოკეტეთ ციხეში! მოგეკითხებათ აი ნახავთ სულ მალე გაგებინებთ პასუხს!”, – წერს პროევროპულ აქციაზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში და თინა რუხაძის განცხადებას პასუხობს.

შეგახსენებთ, თიკა რუხაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია:

“ვიტყვი, რომ ანდრო კარგი ახალგაზრდაა, კი ბატონო, ძალიან სიმპათიური, კარგი ახალგაზრდაა ვიტყვი, რომ ყველა ახალგაზრდისა და ძველგაზრდისთვისაც, არც ერთი ადამიანი ციხისთვის არავის არ ემეტება, აი, ეს არის ჩემი პოზიცია ადამიანურად.”

banner
წინა სტატიაშითელავში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს
შემდეგი სტატიაუნგრეთის გარდა, ყველა მზადაა – გახდება თუ არა უკრაინა ევროკავშირის წევრი?