“ბანაკში მიმავალ ჯაფარას თავს დაესხნენ. ბანაკში ორკები მიყარეს ტურებივით და ბავშვებს ემუქრებიან, აგინებენ და იქცევიან ისე როგორც ზოგადად ტიტუშკები იქცევიან. კარგია რომ გეშინიათ, უფრო კარგია, რომ ჩვენ არ გვეშინია.” – წერს სოციალურ ქსელში “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი, ბორის “ჩელე” ყურუა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე ორკი მიიჭრა. მანამდე კი გორში თავს დაესხნენ “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერს, ზურა ჯაფარიძესაც.