ბანაკი უდაბნოში: ამერიკელ ბავშვებს სკოლებში მასობრივი მკვლელობებისთვის წვრთნიდნენ

ბანაკში, რომელიც აშშ-ს პოლიციამ აღმოაჩინა, თერთმეტ ბავშვს, ერთიდან 15 წლამდე, იმისთვის წვრთნიდნენ, რომ მათ მასობრივი მკვლელობები ჩაედინათ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბოროტმოქმედების მიზანი, რომლებიც ბავშვებს ბანაკში იძულებით ამყოფებდნენ, სკოლებში ტერაქტების მოწყობა იყო.
ნიუ-მექსიკოს შტატში აღმოჩენილ საიდუმლო ბანაკში ორი მამაკაცი და სამი ქალი დააპატიმრეს – ქალები, სავარაუდოდ, ბავშვების დედები არიან. მოგვიანებით, პოლიციამ პატარა ბავშვის ცხედრის ნარჩენებიც იპოვა. ის, შესაძლებელია, ერთ-ერთი ბოროტმოქმედის სირაჟ იბნ ვახაჟის დაკარგული სამი წლის შვილი აბდულ-განია.
ბავშვის დედის თქმით, აბდულ განი ვახაჟიმ გასული წლის დეკემბერში სახლიდან გაიტაცა. ბავშვის დაკარგვის გამოძიებამ მიიყვანა პოლიცია ბანაკამდე. ბავშვი ხშირად ვარდებოდა კრუნჩხვებში, ვახაჟი თვლიდა, რომ პატარა ბიჭს ეშმაკებისგან განწმენდა სჭირდებოდა – სასამართლოს მასალებში წერია. როგორც პროკურატურა დაკავებული ქალების ჩვენებებზე დაყრდნობით ავრცელებს, “ვახაჟი ბავშვებს შაშხანის გამოყენებას ასწავლიდა, რომ მათ შემდეგ სკოლებზე განეხორციელებინათ თავდასხმა”.

ბანაკზე რეიდი მას შემდეგ განხორციელდა, რაც იპოვეს ჩანაწერი “ვშიმშილობთ. გვჭირდება საჭმელი და წყალი”.
როგორც გაირკვა, პოლიციას აღნიშნულ ბანაკზე ინფორმაცია ჰქონდა, თუმცა ისინი ჩხრეკის ორდერს ელოდებოდნენ – სამართალდამცველები თვლიდნენ, რომ ბანაკში შეიარაღებული ექსტრემისტები იმყოფებოდნენ – წერს “ბიბისი”.
ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ ვახაჟი, შესაძლებელია ბრუკლინელი იმამის სირაჟი ვახაჟის შვილია. იმამი ვახაჟი აშშ-ში ისლამის ერთ-ერთი ავტორიტეტული მქადაგებელია, რომელსაც უფლება აქვს აშშ-ს კონგრესში ლოცვა ჩაატაროს – ნიუ-იორკის მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში გმირთა მოედანზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამფრინავი “რობოტი-მწყემსი” თვითმფრინავებს ჩიტებისგან გზას გაუნთავისუფლებს