ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები კიევში ჩავიდნენ

პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტები, ანჯეი დუდა, გიტანას ნაუსედა, ეგილს ლევიტსი და ალარ კარისი კიევში ჩავიდნენ.
„ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი და მისი პოლონელი, ლიეტუველი და ლატვიელი კოლეგები კიევში იმყოფებიან“, – ნათქვამია უკრაინაში ესტონეთის საელჩოს განცხადებაში.

პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ოფიციალური შეხვედრები აქვთ დაგეგმილი.

წინა სტატიაშისტუდენტი რეჟისორების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ სადადგმო ხარჯის დაფინანსებისათვის კონკურსი გამოაცხადა
შემდეგი სტატიაგაუგებრობები მოგვარდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტისთვის მზად არის – რუსლან სტეფანჩუკი