ბალტიის ზღვაში NATO-ს წვრთნების დროს მათი გემები მიზანში გვექნება ამოღებული – რუსი ადმირალი

რუსი ადმირალი და რუსეთის ბალტიის ფლოტის ყოფილი მეთაური (2001-2006 წლებში), ვლადიმირ ვალუევი ამბობს, რომ ბალტიის ზღვაში ჩატარებული NATO-ს წვრთნების განმავლობაში მათი გემები მიზანშე ექნებათ ამოღებული.

“NATO-ს წვრთნების მიზანია მოკავშირეების სიძლიერისა და ერთიანობის ჩვენება. თუმცა, [რუსეთის] ბალტიის ფლოტს აქვს საკმარისი სანაპირო კომპლექსები და საზღვაო შემადგენლობა, რომ წინააღდეგობა გაუწიოს საფრთხის გაჩენას. მიმდინარეობს დაზვერვა ყველა საშუალებით. აგრესიული გეგმების გაჩენის შემთხვევაში, ყველა სამიზნე ამოღებული გვექნება”. – თქვა ადმირალმა ვალუევმა.

აქამდე, ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO-ს SNMG1 ჯგუფის (NATO-ს 1-ელი მუდმივი საზღვაო ჯგუფი) ხომალდები, ჩასატარებელი წვრთნების ფარგლებში, ბალტიის ზღვაში შევიდნენ.

წვრთნების მიზანი არის რეგიონში NATO-ს მოკავშირეების საზღვაო ძალების ყოფნის ჩვენება და ესტონეთის ფლოტთან ერთობლივი ვარჯიშების ჩატარება.

წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსულ ნავთობს ემბარგო, შესაძლოა, საფრანგეთის არჩევნების შემდგომ დაუწესოს
შემდეგი სტატიაპუტინს ძალიან სურს ბირთვული იარაღის გამოყენება, ასეთი შიშები არსებობს – არესტოვიჩი