ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი წერს.

„ვიმყოფები კიევში ჩემს ლატვიელ და ესტონელ კოლეგებთან. ამჯერად ჩვენ ასევე ვსაუბრობთ აღდგენაზე და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე. აყვავებული კიევი გვახსენებს, რომ ქვეყანა მზად არის ნათელი მომავლისთვის“, – წერს ლანდსბერგისი.

banner
წინა სტატიაში“სოლიდარობა მიშას” – რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია იწყება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა პარტნიორ კომპანიებთან ერთად ბიზნესმომხმარებლებს არასაბანკო შეთავაზებები მოუმზადა