ბალტიის ქვეყნები პოლონეთის წინააღმდეგ სანქციებს აპროტესტებენ

ბალტიის ქვეყნების ხელმძღვანელები ევროკავშირის მიერ პოლონეთისადმი სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოდიან, რომელსაც გაერთიანება პოლონეთში გატარებული სასამართლო რეფორმების გამო აპირებს. “თუკი ევროკავშირის მკაცრ ზომებს მიიღებს პოლონეთის წინააღმდეგ, ლიტვა თავის მეზობელს დაუჭერს მხარს”- ლიტვიის პრემიერმა საულიუს სკვერნიალისმა განაცხადა ხუთშაბათს, 9 მარტს ოთხი ქვეყნის ხელმძღვანელების შეხვედრაზე.
“ჩვენ არ მოგვწონს რომ პოლონეთს, შესაძლებელია, რაიმე ტიპის სანქცია დაუწესონ” – ლატვიის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა მარის კუჩინსკისმა თქვა. თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ევროკავშირი დაარწმუნოს იმაში, რომ რეფორმა შესაძლებელია – “დოიჩე ველე” წერს.

პოლონეთში სასამართლო რეფორმამ სკანდალი გამოიწვია, ბრიუსელს პოლონეთის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვი ეპარება. 2017 წლის ბოლოდან ევროკომისიამ ვარშავას მიმართ საჯარიმო პროცედურები დაიწყო, რომლის შედეგადაც პოლონეთმა, შესაძლებელია ევროკავშირში ხმის უფლება დაკარგოს.

banner
წინა სტატიაშიჟენევის ავტოსალონი 2018: ავტოინდუსტრიის მომავალი და ნოსტალგია
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდიამ კვირიკაშვილი შევარდნაძეს შეადარა