9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს

ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებაში ირანის ელჩი დაიბარეს, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თურქეთში ირანის ელჩი, მოჰამედ ჰასან ჰაბიბოლაზადე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და პროტესტის ნოტა გადასცეს, ირანიდან თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, დღეს, ირანიდან გაშვებული რაკეტა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, როდესაც ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 2.4 მილიონი ადამიანით განისაზღვრა
შემდეგი სტატიაირანის პრეზიდენტი – ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს