ბალდის ინვესტორი კომპანიის, „კანიონი 350-ის“ დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნო

ბალდის ინვესტორი კომპანიის, „კანიონი 350-ის“ დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეში დამნაშავედ ცნო. ბალდის მოძრაობის წევრზე ფიზიკური ძალადობის გამო, მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაეკისრა ჯარიმა.

თავდასხმა 2023 წლის 10 ოქტომბერს, დაცული ტერიტორიების ოფისში მოხდა, როცა ბალდის მოსახლეობამ მათგან მალულად გაიჯარებული ბალდის კანიონის შესახებ მიმდინარე შეხვერაზე დასწრების სურვილი გამოთქვა.

🔻 გიორგი მერკვილაძე ბრალდებულია კიდევ ერთ, მოსახლეობაზე ჯგუფური ძალადობის საქმეში, რომლის განაჩენსაც დღემდე ველოდებით.

🔻 კომპანია “კანიონი350” დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალური პარტნიორი კომპანიაა. სწორედ ერმანეთთან კორუფციული გარიგების გზით გაიყიდა ბალდის კანიონი და მოსახლეობას მდინარეზე ჩასვლა 40 წლით აგვეკრძალა.

🚩 დღეს, სოფელ ბალდის მოსახლეობა მე-500 დღეს ატარებს საპროტესტო კარავში მოთხოვნით:
❗ გაუქმდეს უკანონოდ გაცემული იჯარის ხელშეკრულება ❗
❗ დაუბრუნდეს ხალხს ის, რაც მისია -ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას, ბალდის კანონის შესანარჩუნებლად შექმნილი გვერდი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
შემდეგი სტატიათიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული გრძელდება