დღეს, 17 თებერვალს, ბალდის კანიონების მცველების კარავს, სოლიდურობის ნიშნად,ჭიათურელი მაღაროელები სტუმრობდნენ.
ცნობისთვის: კანიონის ტერიტორის შემოღობვა 2023 წლის აპრილში დაიწყო და გაირკვა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კანიონის ტერიტორია 40-წლიანი იჯარით გაასხვისა.
შეგახსენებთ: ბალდაში უწყვეტი პროტესტი რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, ადგილზე გაშილილია კარავი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მორიგეობს და ინვესტორს არ უშვებს.