ბალანჩივაძეების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის შედეგად, მოეწყო ტროტუარი და 4 473 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამჯერად, ბალანჩივაძეების ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. ახლა კი, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე კეთილმოწყობილი გზით სარგებლობს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტი, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ “L&L” განახორციელა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშიდამენია – ფოთი შეთანხმებაში ამ ეტაპზე არ არის, კანდიდატურა იყო გაურკვეველი, რომელ კანდიდატსაც შეაჯერებს ოპოზიცია საერთო კოორდინაციაში, იმას დაუჭერს მხარს „ევროპული საქართველო“
შემდეგი სტატიაწარმოუდგენელია, რომ ვაქცინა იმაზე მეტს აფუჭებდეს, ვიდრე გააკეთებს – პედიატრები მოზარდების აცრაზე