ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად იპოვეს.

სამუშაოებში ჩართული იყო 200-მდე მეხანძრე-მაშველი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სამაშველო დრონები, კინოლოგთა სამსახური და საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – 2012 წელს, როცა ხაზარაძე და მისი პარტნიორი „ნაცმოძრაობა“ ერთად იყვნენ დაკავებულნი ბიზნესის რეკეტით, სიღარიბის მაჩვენებელი იყო 1 100 000 ადამიანი, დღეს ეს მაჩვენებელი 600 000-ზე ნაკლებია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს აქტივს, 26 ოქტომბერს ქვეყანამ უნდა იზეიმოს ძლიერი, ისტორიული გამარჯვება