ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე უბედურ შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე უბედურ შემთხვევას 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თან­ხმად, მა­მა­კა­ცი სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, რა დრო­საც ის მო­ზარდს და­ე­ჯა­ხა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დი ბა­კუ­რი­ან­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ცნო­ბით, და­შა­ვე­ბულს, ქვე­და კი­დუ­რე­ბი აქვს მო­ტე­ხი­ლი. მა­თი­ვე ცნო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი კაცი ად­გი­ლობ­რი­ვი არ არის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილი და მიზანია, გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი
შემდეგი სტატია16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა