ბაკურიანში საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი ნუგზარ დიაკონაშვილი დაკრძალეს

ბაკურიანში სნოუბორდში საქართველოს ნაკრების წევრი ნუგზარ დიაკონაშვილი დაკრძალეს. 2015 წლის საქართველოს ჩემპიონი, 5 იანვარს ზვავში მოყვა და გარდაიცვალა.

სპორტსმენისთვის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბაკურიანში საქართველოს ნაკრების წარმომადგენლები, სნოუბორდის ფედერაცია და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდნენ.

დიაკონაშვილი ბაკურიანის ღვთისშობლის სახელობის ეკლესიიდან გაასვენეს, სწორედ ამ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული კიდევ ერთი ტრაგიკულად დაღუპული ბაკურიანელი სპორტსმენი ნოდარ ქუმარიტაშვილი.

ნუგზარ დიაკონაშვილი 28 წლის იყო. ის 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო და 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

banner
წინა სტატიაშიდიკაპრიომ ოქროს გლობუსი მესამედ აიღო
შემდეგი სტატიაპრემიერმა თბილისის მერს დედაქალაქში პროექტების მიმდინარეობის ტემპების დაჩქარება სთხოვა