ბაკურიანში მომხდარი უბედური შემთხვევისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული და დაღუპული სრიალისას ერთმანეთს შეეჯახნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.



















