ბაკურიანში, დიდველის ტრასაზე, აქცია „საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს.
აქციის მონაწილეები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
ცნობისთვის, მოქალაქეები პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.