ბაკურციხის ტყეში ხანძარი გაჩნდა

გურჯაანში, ბაკურციხის ტყეში ხანძარი გაჩნდა. გურჯაანის გამგებლის, გია გერგიძის ინფორმაციით, ცეცხლი გამხმარ ბალახს და ბუჩქნარს უკიდია.
მისივე თქმით, ადგილზე 50 – მდე მეხანძრე – მაშველია მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
ბაკურციხის ტყეში ხანძარი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა, გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშისუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ მანუჩარ წუშბაიასა და ხვიჩა ლიპარტიას უკანონო დაკავებას ადასტურებს
შემდეგი სტატია”ნაციონალური მოძრაობა” პროკურატურისგან და ეროვნული ბანკისგან მოითხოვს, რომ ”პროგრეს ბანკის” საქმიანობა და მისი გაყიდვის საკითხი შეისწავლოს